
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 6 მაისის შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს.
გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ 6 სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გენშტაბის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმები მოხდა ქალაქ ჩასივ იარზე, კოსტიანტინივკასა და ხერსონზე. უწყება წერს, რომ თავდასხმების შედეგად განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია.
გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კვლავ მიმართულია ბახმუტისა და მარინის მიმართულებით შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე. გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბახმუტისა და მარინკას მიმართულებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, დღის განმავლობაში ადგილზე რუსებმა 30-ზე მეტი შეტევა განახორციელეს.
რაც შეეხება კუპიანსკის მიმართულებას, უკრაინის გენშტაბი წერს, რომ სკინკივკას დასახლებასთან რუსეთმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელა. გარდა ამისა, ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონი ნაღმმტყორცნებით დაბომბა.