ანტიდასავლური რიტორიკა და დასავლური კურსი - "ოცნების" ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ისმის ანტიდასავლური რიტორიკა. იმავდროულად მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ისევ დასავლეთისკენ არის. ირწმუნება იმასაც, რომ 12 რეკომენდაციის უმეტესობა შესრულებული აქვს, წლის ბოლოს ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსსაც ელის და თან იმასაც ამბობს, რომ შანსი 50-50-ზეა. პარალელურად ,,ქართულ ოცნებასთან'' თანამშრომლობის შეწყვეტაზე ღიად ალაპარაკდა ევროკავშირში მისი პარტნიორი ,,ევროპის სოციალისტების'' პარტია. განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებდა მონაწილეობას.

უკვე მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი ,,ევროპელმა სოციალისტებმა'' დააანონსეს, რომ ივნისში, პრეზიდიუმზე ,,ქართულ ოცნებასთან'' თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელებენ. ამას ემატება, ქართული ოცნების მიერ თავისი ანტიდასავლური პროპაგანდის გასაძლიერებლად გამოყენებული ამერიკული კვლევითი კომპანიის ,,გელაპის'' კვლევა, რომელიც 22 თებერვალს გასაჯაროვდა. სამთავრობო მედიები კი ამ კვლევით 2 თვის შემდეგ დაინტერესდნენ. 

ამას წინ უსწრებდა მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ,,რუსული კანონი'', რომელსაც მარტში საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოყვა და ,,ქართული ოცნება'' იძულებული გახდა კანონპროექტი ჩაეგდო. უნგრეთიდან ჩამოსვლის შემდეგ კი დღეს, ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პრემიერმა თქვა, რომ მათი მიზანი ევროპული ოჯახის წევრობაა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი