
აზოვის პოლკი 9 წლისაა. ის უკრაინის ისტორიაში უკვე შევიდა, თუმცა მისი გმირი მებრძოლების შესახებ მსოფლიომ გაიგო. აზოვის პოლკად ჩამოყალიბებაში კი ქართველი მებრძოლების უდიდესი წვლილია. გიორგი ქუფარაშვილი, ბახვა ჩიქობავა, ზაზა ბერიანიძე. ამ ადამიანების დამსახურების შესახებ ძალიან კარგად იციან უკრაინაში. მიზნის მისაღწევად და გამარჯვებისთვის აზოვის პოლკის სამხედროებმა სიცოცხლეც გაწირეს, მძიმედაც დაიჭრნენ, წარმოუდგენლად რთულ პირობებსაც გაუძლეს. ისევ იბრძვიან და რუსეთის უძლეველობის მითიც დაამსხვრიეს. ახლა ბახმუტშიც იცავენ უკრაინის პოზიციებს, ქალაქში, რომლის აღებასაც მარტივად ფიქრობდა პუტინის მზარეულად ცნობილი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, თავისი არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის მეშვეობით, თუმცა ბახმუტს მიზნის მიუღწევლად ტოვებს. რა ვითარებაა ფრონტის წინა ხაზზე და როგორ იხსენებს აზოვის პოლკის 9 წელს გიორგი ქუფარაშვილი?
აზოვის პოლკის სასწავლო-საბრძოლო ბატალიონის მეთაურთან ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო ჟიჟიაშვილმა ჩაწერა.