ხერსონში ოკუპანტების თავდასხმას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 6 თანამშრომელი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

6 მაისს ხერსონის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 6 თანამშრომელი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ოჯახის ნაწილი დაკარგა. ხერსონის რაიონში განაღმვის სამუშაოების შესრულებისას ჩვენს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ჩვენი 6 სპეციალისტი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ორი, მათ შორის, ერთი ქალი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი", - დაწერა სერჰი კრუკმა Facebook-ზე.

კრუკმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები აგრძელებენ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი