ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებებს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ინდოეთში, მანიპურის შტატში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებებს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ვრცელდება არაოფიციალური ცნობები, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 54-ს აჭარბებს.

მანიპურის რეგიონში შეტაკებები 3 მაისს ადგილობრივი თემის მიერ მოწყობილი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულია. წესრიგის შესანარჩუნებლად ადგილზე ათასობით ჯარისკაცი გაგზავნეს.

რამდენიმე რაიონში დაწესებულია კომენდანტის საათი და გათიშულია ინტერნეტი.

მანიპური ინდოეთის შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილია ადგილზე ეთნიკურ და სეპარატისტულ ჯგუფებს შორის კონფლიქტი ათეულობით წელია არსებობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი