
რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ პერვომაისკიში დენთის საწყობები იწვის. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე ცეცხლი ტყის ხანძრის შედეგად გაჩნდა.
მედიის ინფორმაციით, საფრთხე ემუქრება კიდევ 18 საწყობს, რომლებშიც ასევე დენთი ინახება.
სოფელში, სადაც 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, ევაკუაცია მიმდინარეობს. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Telegram არხებზე ასევე ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრებიც.