კიევში რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კიევში რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს - ამის შესახებ ცნობას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი პოპკო Telegram-ზე ავრცელებს. 

„ბოლო საჰაერო განგაშის დროს, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. დრონი გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა და აქტივებმა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

პოპკოს თქმით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება, მონაცემები კი ზუსტდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი