ტეხასის შტატში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი მოკლა 

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ტეხასის შტატში, დალასის ჩრდილოეთით მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა კაცმა რვა ადამიანი მოკლა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ ალენის სავაჭრო ცენტრიდან ასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული.  თვითმხილველებმა შეიარაღებულ თავდასხმაზე საუბრისას თქვეს, რომ კაცი გამვლელებს განურჩევლად ესროდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ მოქალაქები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლიღ მოკლეს და აღნიშნეს, რომ შეიარაღებული პირი მარტო მოქმედებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ზოგიერთი ბავშვია. სულ მცირე შვიდი ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. 

ალენის სახანძრო სამსახურის უფროსმა ჯონათან ბოიდმა თქვა, რომ შვიდი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი, ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი მოგვიანებით, საავადმყოფოში. 

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა სროლას "გამოუთქმელი ტრაგედია"  უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მზადაა შესთავაზოს ნებისმიერი დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი