
6 მაისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 ფრონტზე 50-მდე რუსული თავდასხმა მოიგერიეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილები კვლავაც ბახმუტი, ლიმანი, ავდიივკა და მარინკაა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა ექვსი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, განსაკუთრებით ქალაქ ჩასივ იარზე, კოსტიანტინივკასა და ხერსონზე. გარდა ამისა, [რუსულმა ძალებმა] განახორციელეს 48 საჰაერო დარტყმა და 77 თავდასხმა ჩვენს პოზიციებსა და დასახლებებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით. დანგრეულია და დაზიანებულია სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.
მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას და მარინკას ფრონტებზე. უმძიმესი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის. გასული დღის განმავლობაში მტერმა დაახლოებით 50 შეტევა განახორციელა“,- ნათქვამია განცხადებაში.