ტყის მასშტაბური ხანძარი კანადაში - ალბერტას პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

კანადის პროვინცია ალბერტაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მასშტაბური ხანძრის გამო, საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება თითქმის 25 000 ადამიანს მოუხდა. პროვინციაში 100-ზე მეტი ტყის ხანძრის კერაა. ალბერტაში ადგილობრივმა ხელისუფლემა სიტუაციას "უპრეცედენტო" უწოდა.

ამასთან ქალაქ ედსონის მცხოვრებლებს, სადაც 8 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, უთხრეს, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ სახლები. 

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, უკვე დაიწვა დაახლოებით 122,000 ჰექტარი ტერიტორია. ქარის გამო, ხანძრის ბევრი კერა უკონტროლოა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი