"მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ" | შსს არასრულწლოვნების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები 1-ელ მაისს დაიწყო და მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.

მიმდინარე წლის 1 მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 

გამოძიების ფარგლებში 1 მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის - მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები. მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდა გამოძიება ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით.  

გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი