ხელისუფლების კორუფციული გარიგებები და უყურადღებოდ დარჩენილი მოსახლეობა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს ხელვაჩაურის სოფელ ყოროლისთავის მოსახლეობას შეხვდნენ. ოპოზიციის მოსახლეობას შეხვდნენ.
ოპოზიციის წვერების განცხადებით, მუნიციპალიტეტში 21 მილიონი ლარია დახარჯული წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის, თუმცა რამდენიმე სოფელს ამ დრომდე სასმელი წყალი არ მიეწოდება.
"2013 წლიდან დღემდე "რუსულმა ოცნებამ" წყლის სიტემებზე 21 მლნ-ზე მეტი დახარჯა წყლის სისტემებზე, თუმცა დღეს მუნიციპალიტეტის მცხოვრებთან ნახევარზე მეტს წყალი არ მიეწოდება. მინდა, მივმართო რუსულ ოცნებას და მათ მმართველებს, ასე არ გამოვა მეგობრებო, თქვენ ხელი შეაწმინდეთ წყალკანალის უფროსს და ვიცით გამოძიება როგორც წავიდა. სად არიან ყოფილი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ გარიგებებს?,- ამბობს მიშა ბოლქვაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
სოფელ ყოროლოსთავში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასევე მოუწესრიგებელია გარე განათებები. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან წლებია ყურადღებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.