
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ქართველი დიზაინერების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში მიღებაზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართა, ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაიძის სამოსით წარდგა.
მათი ცნობით, დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას კი, ირაკლი ნასიძისა და ჯაბა დიასამიძის სამოსითა და ნინა ზარქუას აქსესუარით დაესწრო.