"ენერგოკრიზისზე ბნელი 90-იანები მახსენდებოდა... სასტუმრო "ივერიაში" ვცხოვრობდი, ელექტროენერგია არ იყო და ხალხი საჭმელს ეზოში აცხელებდა" | არახამია

გამოქვეყნდა:

"ენერგოკრიზისზე ბნელი 90-იანები მახსნდებოდა, როდესაც საქართველოში, სასტუმრო "ივერიაში" ვცხოვრობდი, ელექტროენერგია დღეების მაძილზე არ იყო და ხალხი საჭმელს ეზოში აცხელებდა", - ამის შესახებ ზელენსკის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. 

"რუსები მუდმივად ეძებენ მიზეზებს, ახსნან, რატომ ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ხშირად ამბობენ, რომ ამ შენობებში სამხედროები არიან, არადა, ხომ ნახეთ უმანში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, ისეთივე კორპუსები, როგორიც ათასობითაა უკრაინაში. იმავეს ამბობდნენ, როდესაც სუპერმარკეტებს ბომბავდნენ, რომ თითქოს იქ სამხედრო აღჭურვილობა იყო. არადა ჩვენ ყველას ვაჩვენებდით, რომ ეს ასე არაა.

რუსები ბომბავდნენ ჩვენს ენერგოობიექტებს, იცით, როგორი მძიმე ზამთარი გვქონდა?! რადგან ენერგოკრიზისი ხშირ შემთხვევაში უფრო დამთრგუნველი და სტრესული იყო, ვიდრე თავად რუსეთის შემოჭრა. მე ბნელი 90-იანები მახსენდებოდა, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი - სასტუმრო "ივერიაში", როდესაც ელექტროენერგია დღეების მანძილზე არ იყო, ხალხი საჭმელს ეზოში აცხელებდა", - თქვა არახამიამ. 

ინტერვიუ სრულად: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი