
NASA-ს ცნობით, დედამიწას 76-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება. დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 6,8 მილიონი კმ-ა, ასტეროიდის სიჩქარე საათში 32184 კმ-ია.
ასტეროიდი 2023 HT4 დედამიწასთან პარასკევს, 12 მაისს გაივლის.
აღსანიშნავია, რომ თუ ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება 7,4 მილიონ კმ-ზე უფრო ახლოს და მისი ზომა 150 მ-ზე მეტია, მაშინ NASA მას "პოტენციურად საშიშ ობიექტად" მიიჩნევს, თუმცა 2023 HT4 არ აკმაყოფილებს ორივე კრიტერიუმს ერთდროულად, ამიტომ ის "პოტენციურად საშიშ" ასტეროიდან არ ითვლება.