
დღეს, 8 მაისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართება. ცნობილია, რომ პროცესზე მტკიცებულებებს განიხილავენ ასევე იგეგმება მოწმეების გამოკითხვა.
სხდომის პარალელურად ლაზარეს მხარდამჭერი აქცია გაიმართება საქალაქო სასამართლოს ეზოში.
31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.