
თურქეთში, ჰატაის პროვინციაში რამდენიმე მანქანის შეჯახების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა. დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა შაბათს, 7 მაისს მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და საპირისპირო ზოლში გადავიდა, რის შედეგადაც 9 მანქანასა და ორ მიკროავტობუსს შეეჯახა.
რამდენიმე მანქანა, რომელსაც სატვირთო შეეჯახა ბენზინგასამართ სადგურთან იყო გაჩერებული. შეჯახების შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა.