
ამსტერდამის პოლიციამ ფეხბურთის 154 გულშემატკივარი დააკავა, რომლებიც მეტროში ანტისემიტურ სიმღერებს მღეროდნენ.
საუბარია 8AZ გულშემატკივრებზე, რომლებიც "იოჰან კრუიფ არენას" სტადიონზე "აიაქსი" - AZ მატჩზე მიდიოდნენ.
მედიიც ცნობით, დაახლოებით 19:30 საათზე მატარებელი პოლიციამ მეტროსადგურ სტრანდვლიტთან, არენასთან ახლოს გააჩერა.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, დაკავებამდე ისინი რამდენჯერმე გააფრთხილეს სიმღერის შეწყვეტის შესახებ. გარდა ამისა, პოლიცია დაკავებულებს ვანდალიზმსაც ედავება.