სიცრუის სამთავრობო ფაბრიკა | "ოცნების" ხელისუფლება საკუთარი ტროლ-ბოტებით

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში შესაძლოა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის სამთავრობო უწყებები სიცრუის ფაბრიკაცია-ტირაჟირებით არიან დაკავებულები და ამისთვის არც ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ფული ენანებათ და არც დასავლეთისგან მიღებული ფონდები, რომელიც იმის მაგივრად რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას ხმარდებოდეს, ისევ რუსული დეზინფორმაციის ტირაჟირებაზე მიდის. 

რუსეთშიც კი, რომელმაც პირველად დაიწყო ტროლების ფაბრიკებისა და სიცრუის ქარხნების ინდუსტრიალიზაცია - ეს სფერო ჩამოშორებულია სახელისუფლებო უწყებებს და რეჟიმის ერთგულ ოლიგარქებზეა მინდობილი.

საქართველოში კი აღმოჩნდა, რომ არაავთენტრ ანგარიშებსა და გვერდებს პირდაპირ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ და კვალიც კანცელარიის შენობაში, მთავრობის სტრატკომთან მიდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი