ზაპორიჟიეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან, ევაკუაციის საბაბით, რუსებს გაძარცვული ქონება გააქვთ | გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ევაკუაციის საბაბით ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ქონებას იპარავენ.

"ოკუპანტები, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საბაბით, აგრძელებენ ქონების ძარცვას ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ფრონტის ხაზის დასახლებებიდან.

15 ავტობუსი ჩავიდა დნეპროდნში, რათა გაეყვანათ რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ე.წ. "სახალხო მილიცია" ოჯახებთან  და მოპარულ ქონებასთან ერთად. რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედროები მასობრივად ძარცვავენ საოფისე ტექნიკით მაღაზიებს და იპარავენ მანქანებს", - აცხადებს უწყება.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ რუსული "ევაკუაცია" ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან ძალიან სწრაფად ხდება და მელიტოპოლიდან ყირიმისკენ მიმავალ გზაზე ჩონგარის საგუშაგოზე , რის გამოც უზარმაზარი რიგები შეიქმნა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი