როსტოვში სამხედრო საავადმყოფოს თავზე რამდენიმე აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, როსტოვში ერთ-ერთ რაიონში სამხედრო ჰოსპიტალზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. დონის როსტოვის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სამხედრო ჰოსპიტლის ზემოთ რამდენიმე აფეთქების ხმა იყო.

პროპაგანდისტულ ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატების შეტევაა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ვიდეოები, სადაც თეთრი ღრუბლების ფონზე შავი კვამლი ჩანს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოსახლეობამ აფეთქების ხუთი ხმა გაიგო. ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი