7 მაისს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 8 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელა - გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 7 მაისის შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, 7 მაისს ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 8 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. კერძოდ, ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაქლიაში 2 S-300 მოხვდა სამოქალაქო საწარმოს, რის შედეგადაც, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ამას გარდა, გენშტაბი წერს, რომ ოკუპანტებმა Kh-22 გაისროლეს მიკოლაევის რეგიონში სამოქალაქო ობიექტის მიმართულებით. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში 22 საჰაერო დარტყმა და 10-ზე მეტი შეტევა განახორციელა უკრაინული ჯარების პოზიციების მიმართულებით. 

საღამოს შემაჯამებელ განცხადებაში გენშტაბი აღნიშნავს, რომ 8 მაისს განხორციელებული თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოქალაქეებში, დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობა, კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბი წერს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალი რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა კვლავ ფოკუსირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინის მიმართულებაზე. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ბახმუტსა და მარინკასთან. მთლიანობაში, ამ მიმართულებით რუსეთმა 39 შეტევა განახორციელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი