
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბა, რის შედეგადაც 43 წლის კაცი დაიჭრა, -
ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი, მიკოლა ლუკაშუკმა ავრცელებს.
"ნიკოპოლის დღევანდელი დაბომბვის შედეგად 43 წლის კაცი დაიჭრა. დღის მეორე ნახევარში ოკუპანტებმა ქალაქი მძიმე არტილერიით დაარტყეს", - წერს ის
დაბომბვის შედეგად დაზიანდა ბენზინგასამართი სადგური, სატრანსპორტო კომპანია, ელექტროგადამცემი ხაზი, მსუბუქი და სატვირთო მანქანები.