
პერუში, არეკიპას რეგიონში ოქროს მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. ხანძარი ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. ოფიციალური პირების თქმით, ორი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ვარაუდობენ, რომ მაღაროელები მინიმუმ 80-100 მეტრამდე ზედაპირზე მუშაობდნენ, როცა ხანძარი გაჩნდა.
პერუ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოქროს მწარმოებელია. ქვეყანა წელიწადში 100 ტონაზე მეტ ოქროს მოიპოვებს, რაც მთელი მსოფლიოს წლიური მარაგის დაახლოებით 4%-ს შეადგენს.