
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 8 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 194 970;
ტანკი - 3 730;
ჯავშანტექნიკა - 7 253;
საარტილერიო სისტემა - 3 018;
სარაკეტო სისტემა - 554;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 306;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 614;
საკრუიზო რაკეტები - 947;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 958;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 384.