ინდოეთში ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ინდოეთის კერალას შტატში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა. ნავზე დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

სულ მცირე 4 ადამიანი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ოფიციალური პირების თქმით, ნავზე დასაშვებზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და მისი ჩაძირვა სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მგზავრების ნაწილს სამაშველო ჟილეტი არ ეცვა. გაუჩინარებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ხელისუფლება უბედური შემთხვევის მიზეზებს იძიებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი