
CRRC საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 43% ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
კვლევის მიხედვით:
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 23%-ს სჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო რეფორმებს გაატარებს.

მოსახლეობის აზრით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, პოლარიზაციის შემცირება ყველაზე პრიორიტეტულია.
მასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
CRRC საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%) გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლ ობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთ ვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით) 10-14 მარტს, CRRC -მ ჩაატარა დამატებით 1.048 სატელეფონო ინტერვიუ (CATI), მცირე კვლევის ფარგლებში, საშ უალო ცდომილებით +-2.6%