45% ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ივანიშვილი იგულისხმა - CRRC

გამოქვეყნდა:

CRRC საქართველოს კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელ პიროვნებას ან პიროვნებებს მოიაზრებს ევროკომისია ოლიგარქში ან ოლიგარქებში? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ბიძინა ივანიშვილი - 45%;
  • დავით კეზერაშვილი - 9%;
  • მიხეილ სააკაშვილი - 8%;
  • მამუკა ხაზარაძე - 7%;
  • ვანო ჩხარტიშვილი - 5%;
  • სხვა - 1%;
  • არ მოიაზრებს კონკრეტულ პიროვნებას - 1%;
  • არ ვიცი - 37%;
  • უარი პასუხზე - 4%.

მასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%) გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლ ობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთ ვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით)  10-14 მარტს, CRRC -მ ჩაატარა დამატებით 1.048 სატელეფონო ინტერვიუ (CATI), მცირე კვლევის ფარგლებში, საშ უალო ცდომილებით +-2.6%

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი