მარტში პროევროპულმა გამოსვლებმა საქართველოს EU-ში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდა - CRRC

გამოქვეყნდა:

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მარტის თვეში, პროევროპულმა გამოსვლებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდა.

კითხვაზე - გთხოვთ მითხრათ, თქვენ მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში? 2023 წლის მარტში პასუხები ასე გადანაწილდა:

81% - მხარს ვუჭერ; (2021 ნოემბერში და 2023 წლის აინვარში პასუხი 72% იყო)

8% - ვეწინააღმდეგები;

5% ჩემთვის სულერთია;

6% არ ვიცი/უარი პასუხზე.

მასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%) გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლ ობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთ ვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით)  10-14 მარტს, CRRC -მ ჩაატარა დამატებით 1.048 სატელეფონო ინტერვიუ (CATI), მცირე კვლევის ფარგლებში, საშ უალო ცდომილებით +-2.6%

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი