31% სრულად ეთანხმება, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო - CRRC

გამოქვეყნდა:

CRRC საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 31% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული.

კითხვაზე - გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: რუსეთი-უკრაინის ომი ფაქტობრივად დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • საერთოდ არ ვეთანხმები - 5%;
  • არ ვეთანხმები - 20%;
  • ნეიტრალური ვარ - 17%;
  • ვეთანხმები - 25%;
  • სრულად ვეთანხმები - 31%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 37%.

გარდა ამისა, ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ პუტინის ამბიციებს ვერაფერი შეაჩერებდა, მეოთხედი კი ამბობს, რომ უკრაინას ომის თავიდან არიდება შეეძლო.

კითხვა: მრავალი მოსაზრება არსებობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ და იმაზე, თუ რამდენად შეეძლო უკრაინას ომის თავიდან აცილება დასავლეთთან ინტეგრაციის მისწრაფების პარალელურად. ახლა გაჩვენებთ ორ მოსაზრებას და გთხოვთ,მითხრათ, რომელი გამოხატავს ყველაზე კარგად თქვენს შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

პასუხები ასე გადანაწილდა:

  • რუსეთის ქმედებებმა აჩვენა, რომ მას იმპერიალისტური ამბიციები ჰქონდა უკრაინის მიმართ და პუტინს ვერაფერი შეაჩერებდა - 47%;
  • უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება რუსეთთან დათმობაზე წასვლით - 26%;
  • არცერთს არ ვეთანხმები - 10%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 18%.

მასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%) გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლ ობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთ ვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით)  10-14 მარტს, CRRC -მ ჩაატარა დამატებით 1.048 სატელეფონო ინტერვიუ (CATI), მცირე კვლევის ფარგლებში, საშ უალო ცდომილებით +-2.6%

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი