საქართველოს ომში ჩართვაზე კონსპირაციულ გზავნილებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარწმუნოდ მიიჩნევს - CRRC

გამოქვეყნდა:

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ომში ჩართვის შესახებ კონსპირაციულ გზავნილებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარწმუნოდ მიიჩნევს.

კვლევაში კითხვებზე პასუხები ასე გადანაწილდა:

  • გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: დასავლეთი ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში [უკრაინაში, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში]

7% საერთოდ არ ვეთანხმები; 31% არ ვეთანხმები; 16% ნეიტრალური ვარ; 25% ვეთანხმები; 4% სრულად ვეთანხმები; 19% არ ვიცი/უარი პასუხზე. 

  • გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: უკრაინის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ჩართვას ომში [უკრაინაში, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში]

5% საერთოდ არ ვეთანხმები; 24% არ ვეთანხმები; 14% ნეიტრალური ვარ; 33% ვეთანხმები; 7% სრულად ვეთანხმები; 17% არ ვიცი/უარი პასუხზე. 

  • გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: ქართული ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში [უკრაინაში, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში]

6% საერთოდ არ ვეთანხმები; 29% არ ვეთანხმები; 13% ნეიტრალური ვარ; 28% ვეთანხმები; 6%  სრულად ვეთანხმები; 18% არ ვიცი/უარი პასუხზე. 

ასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%) გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლ ობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთ ვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით)  10-14 მარტს, CRRC -მ ჩაატარა დამატებით 1.048 სატელეფონო ინტერვიუ (CATI), მცირე კვლევის ფარგლებში, საშ უალო ცდომილებით +-2.6%

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი