მოსახლეობის მესამედი პოლარიზაციაში ოპოზიციაზე მეტად "ოცნებას"  ადანაშაულებს - CRRC

გამოქვეყნდა:

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის მესამედი პოლიტიკურ პოლარიზაციაში ოპოზიციაზე მეტად "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს, 28% მიიჩნევს, რომ ორივე მხარე თანაბრად არის პასუხისმგებელი.

კითხვაზე - ახლა პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ორ მოსაზრებას გაჩვენებთ. გთხოვთ, მითხრათ, რომელი მათგანი გამოხატავს უკეთესად თქვენს ხედვას, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება" უფრო მეტადაა პასუხისმგებელი საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე/ორად გაყოფაზე, ვიდრე ოპოზიცია - 34%;
  • ოპოზიცია უფრო მეტადაა პასუხისმგებელი საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე/ორად გაყოფაზე, ვიდრე "ქართული ოცნება" - 16%;
  • ორივე თანაბრად პასუხისმგებელია - 28%;
  • არცერთს არ ვეთანხმები - 5%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 17%.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.

კითხვა - საქართველოს ამჟამად ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა აქვს. როგორ ფიქრობთ, "ქართული ოცნებაა" უფრო მეტად პასუხისმგებელი დღევანდელ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე თუ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"?

პასუხები ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება" - 58%;
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 4%;
  • ორივე - 22%;
  • არცერთი - 5%;
  • არ ვიცი/ უარი პასუხზე - 11%.

მასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%) გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლ ობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთ ვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით)  10-14 მარტს, CRRC -მ ჩაატარა დამატებით 1.048 სატელეფონო ინტერვიუ (CATI), მცირე კვლევის ფარგლებში, საშ უალო ცდომილებით +-2.6%

ნახეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი