
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ელექტროენერგიის ტარიფის დაწევას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მოთხოვნას არ შეასრულებს, პარტია პარლამენტში სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას დაიბარებს.
"ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საზოგადოებას დაჰპირდა, რომ 11 თეთრი რომ ღირდა ელექტროენერგია ის განახევრდებოდა და 5-6 თეთრი გახდებოდა. ამასობაში 2023 წელია და 7 თეთრით არის გაძვირებული ყველაზე იაფი დენი.
ნაციონალური მოძრაობა ითხოვს სასწრაფოდ ელექტროენერგიის ტარიფის დაწევას და მინიმუმ გაუთანაბრდეს 2019 წლის მდგომარეობას როგორც ელექტროენერგიის გადასახადი, წყლის გადასახადი და ასევე გაზის გადასახადიც. თუ ამას არ გააკეთებენ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენებს საპარლამენტო ბერკეტს და დავით ნარმანიას, სემეკის კორუმპირებულ, ქურდ, მძარცველ კაცს, რომლის ხელფასი 15 ათასი ლარია თვეში, დავიბარებთ პარლამენტში, რომ საზოგადოებას გასცეს პასუხი", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.