ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ევროპის სამ ქვეყანას ეწვევა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ განი, ოფიციალური ვიზიტით ევროპის სამ ქვეყანას ეწვევა.

სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, ცინ განი ვიზიტს დღეს იწყებს და მისი ტურნე გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას მოიცავს.

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდტი, სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი, 8-დან 12 მაისამდე ეწვევა გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას" - განაცხადა სპიკერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი