
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიწვევით გერმანიაში ჩავა. შტაინმაიერის ოფისის ცნობით, 23 წლის განმავლობაში, მათ ქვეყანაში ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იქნება.
ემანუელ მაკრონის ვიზიტი 2-დან 4 ივლისამდე გაგრძელდება.
"ეს განსაკუთრებული მოვლენა ორი ქვეყნის ათწლეულების მეგობრობის ახალი თავის დასაწყისს ნიშნავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.