"მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ჰქონდა" | პაპუაშვილი არახამიას

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ უკრაინა იმ დამოკიდებულებას აღიდგენს ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ჰქონდა. 

პარლამენტის თავმჯდომარე ასე უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც "მთავარი არხისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის პირველი იქნება, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.  

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა რომ საქართველოში დღემდე არ არის უკრაინის ელჩი დანიშნული.

„სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ იჩენს, სამწუხაროდ, გვაქვს ის, რომ დღემდე არ არის დანიშნული საქართველოში უკრაინის ელჩი. წინაპირობების დაყენება არ მგონია, რომ სწორი იყოს. უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მას ჰქონდა. დამოკიდებულების შეცვლის ნიშანი იქნებოდა ელჩის დანიშვნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი