
ევროკავშირი პორტებს ჩაკეტავს გემებისთვის, რომლებსაც სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობი გადააქვთ. შესაბამის რეგულაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული EU-ს სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს, რომლის პროექტსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე განიხილავენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, გემები, რომლებიც არღვევენ სანქციებს ან ეჭვმიტანილები არიან სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის გადაზიდვაში, უნდა გავიდნენ ევროპული პორტებიდან.
ცნობისთვის, 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა აკრძალა რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება, თუმცა რუსეთის ფედერაციამ ზღვაში ნავთობის ერთი გემიდან მეორეზე გადატანით, შეზღუდვა თავიდან აიცილა.