პოლიტიკურ ფსკერზე დაშვებული "ქართული ოცნება" მომავალი წლის არჩევნებზე თავის გადასარჩენად ბრძოლას იწყებს. მმართველი პარტია ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გარანტირებულად შეძლოს მისთვის სასურველი ცესკოს თავმჯდომარის დამტკიცება.
ზედიზედ ორჯერ, პრეზიდეტმა ზურაბიშვილმა მმართველ პარტიას კანდიდატურა ჩაუგდო იმით, რომ არ წარადგინა სახელისუფლებო კანდიდატი. ახლა "ქართული ოცნება" ცდილობს ჩამოართვას პრეზიდენტს კანდიდატის წარდგენის ექსკლუზიური უფლება და უფრო მეტიც, ახალი ცვლილებით საკადრო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა ოპოზიციასაც კი აღარ შეეძლება.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი