ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ ვასილ გოგალაძე 1 000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ ვასილ გოგალაძე 1 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას.

სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი