გერმანიამ 9 მაისს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშების გამოყენება აკრძალა

გამოქვეყნდა:

ბერლინში, 9 მაისს, რუსეთის, სსრკ-ს დროშებისა და ე.წ. "გეორგიევსკის" ლენტების ჩვენება აიკრძალა, - გადაწყვეტილება ბერლინ-ბრანდენბურგის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო.

"ამჟამინდელ კონტექსტში, ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც ომის მიმართ სიმპათიის გამოხატულება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ბერლინში რუსები ან საბჭოთა მოქალაქეების შთამომავლები ტრადიციულად იკრიბებიან მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ საბჭოთა ძეგლებთან. ასე იყო გასულ წელსაც, როცა რუსეთი  უკრაინაში შეიჭრა.

9 მაისის წინა დღეს მაინის ფრანკფურტში რუსეთიდან ემიგრანტების აქცია "უკვდავი პოლკი" უკვე გაიმართა. მონაწილეებს ჰქონდათ როგორც საბჭოთა, ასევე რუსეთის დროშები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი