რუსეთში, კრასნოდარის ოლქში, ამოუცნობი ობიექტი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, კრასნოდარის ოლქში, ტამანში ამოუცნობი ობიექტი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია, კრასნოდარის ოლქის ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით ვრცელებს.

" ქალაქ ტამანში დაახლოებით 16:30 საათზე უცნობი ობიექტი კალინინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე დავარდა", - აცხადებენ ოპერატიული შტაბში

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ "უცხო საგნის დაცემის" შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი