ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა ამნისტიაზე დადგენილება მიიღო - შეეხება თუ არა მამუკა ჩხიკვაძეს, უცნობია

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადების შესახებ. ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ამბობს, რომ ამნისტია 50 ადამიანს შეეხება.

დე ფაქტო პარლამენტის კანონიერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ალან გაგლოევის თქმით, ამნისტიის დაქვემდებარებული პირების სია გამოქვეყნდება. ამ დროისთვის სწორედ სიის დაზუსტება მიმდინარეობს.

ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მკაფიოდ უნდა დამუშავდეს, რომ ვიცოდეთ რომელი კატეგორიის პატიმრებს შეეხებათ ამნისტია.

შესაძლოა სიაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე - ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძეც მოხვდეს. მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის დეკემბერში  სოფელ ზემო ნიქოზთან დააკავეს და 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

"მქონდა მოლოდინი და გვაქვს მოლოდინი, რომ 9 მაისისთვის უნდა ყოფილიყო რაღაც ამნისტიის მსგავსი. მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ამის გამოცხადებას. ზუსტად არ ვიცი ეს მამუკას ეხება თუ არა, ჩვენ ძალიან გვინდა შეეხოს, მაგრამ მამუკა არის თუ არა ამ სიაში, არ ვიცით", - ამბობს შმაგი ჩხიკვაძე, მამუკა ჩხიკვაძის ბიძა.

მამუკა ჩხიკვაძესთან ერთად, დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმს საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე ჰყავს პატიმრობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი