ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 195 620 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 9 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

ჯარისკაცი - დაახლოებით 195 620;
​ტანკი - 3 734;
ჯავშანტექნიკა - 7 257;
საარტილერიო სისტემა - 3 031;
სარაკეტო სისტემა - 554;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 307;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 618;
საკრუიზო რაკეტები - 955;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 969;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
​ სპეციალური აღჭურვილობა - 388.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი