ამორალურია ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბოლო პერიოდის გახმაურებულ ტრაგედიებს პოლიტიკურად იყენებენ. თალაკვაძის თქმით, საქმე არა პარტიებმა, არამედ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა გამოიძიონ.

"ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. საზოგადოების და ოჯახების ინტერესი ორივე საქმეზე არის ლეგიტიმური 

მესმის, რომ მედიას სურს უფრო სწრაფად თქვას ვერსიები, უფრო სწრაფად წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიებას სჭირდება მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები" - ამბობს თალაკვაძე, რომელიც დღეს სამებაში, ილიაობის დღესასწაულს დაესწრო

შეგახსენებთ, რომ თვეზე მეტი გავიდა რაც სამართალდამცველები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს იძიებენ. დაკავებულია 17 პირი, თუმცა 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით, ბრალი ამ დრომდე არავის აქვს წაყენებული.

შაქარაშვილის გარდა, შსს თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანებით გარდაცვალების საქმესაც იძიებს, თუმცა ოჯახი და ახლობლები ძირითად ვერსიას - თვითმკვლელობას, კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი