უკრაინის გენშტაბი არ გამორიცხავს, 9 მაისის აღლუმებზე რუსებმა პროვოკაციები მოაწყონ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი ვარაუდობს, რომ 9 მაისის აღლუმებზე რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა პროვოკაციები მოაწყონ თავიანთი მოსახლეობის წინააღმდეგ.

"პროვოკაციები და ტყუილი ტირანებისა და აგრესორების მარადიული იარაღია. ომის მთელი აზრი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ, არის ის, რომ ჩვენ ასეთები არ ვართ. ჩვენ ვიბრძვით ბრძოლის ველზე. ისინი ბომბავენ სამშობიარო სახლებს და რკინიგზის სადგურებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა იკრიბება.

ჩვენი მტერი არის წმინდა თარიღებით შეპყრობილი ტერორისტული სახელმწიფო." აცხადებს უკრაინის გენშტაბი და აღნიშნავს, რომ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, რუსეთს მუდმივად სჭირდება ახალი დიდი მსხვერპლი:

"ჩვენ ვხედავთ, რომ 9 მაისს რუსეთის ბევრ ქალაქში იგეგმება აღლუმები, მათ შორის ბავშვების მონაწილეობით. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ამზადებს პროვოკაციებს მისივე მოსახლეობის წინააღმდეგ. მათ არაერთხელ დახოცეს საკუთარი ხალხი პოლიტიკური მიზნებისთვის“. აცხადებს უკრაინა.

გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მოქმედებენ ექსკლუზიურად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში და იცავენ ომის წესებს- „ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა. ჩვენ არ ვიბრძვით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კერძოდ, ბავშვების“. აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი