სუს-ის და შსს-ს ხელმძღვანელები ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით გერმანიაში იყვნენ დაბარებული - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სუს-ის ხელმძღვანელი და შს მინისტრი ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარე საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში იყვნენ დაბარებული.

ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტში განაცხადა და თქვა, რომ ლილუაშვილსა და გომელაურს გერმანელი სამართალდამცველებისთვის ჩვენებების მიცემა მოუწიათ.

"ჩემი ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი გერმანიაში დაბარებულიც კი იყვნენ ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩასულები იყვნენ და ჩვენებების მიცემა მოუწიათ იმ თაღლითურ სქემებზე, რომელიც მათი თაოსნობით არის აგებული საქართველოში ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება ვინმე არახამიას გვარს - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სუს-ის მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოყენებულ იქნა ვინმე მიხეილ არახამია, რომელიც დავით არახამიას ნახევარძმაა, თუმცა რადას უმრავლესობის ლიდერთან 30 წელია კონტაქტი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს სამართალდამცველებმა აღმაშენებლის გამზირზე სავარაუდოდ ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიციელები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. პოლიციელებმა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე ერთი ოფისი და მესამე სართული მთლიანად დალუქეს.

"ოცნებისა" და მისი პროპაგანდისტების გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში განთავსებული იყო ე.წ ქოლ-ცენტრი,რომელიც  სტრატეგია აღმაშენებლის  ლიდერს - გიორგი ვაშაძეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ აღმაშენებლის 75- ში მდებარე სამ სართულიანი შენობის მფლობელი შპს " მისანი"აღმოჩნდა, რომლის 25%-იანი წილსაც გიორგი ვაშაძის ძმა - დავით ვაშაძე ფლობდა. თუმცა დავით ვაშაძემ მალევე განმარტა, რომ მის მფლობელობაში შენობის მხოლოდ მეორე სართულია, სადაც მას სასტუმრო აქვს გახსნილი. სხვა ოფისების შესახებ კი მას ინფორმაცია არ აქვს. 

იხილეთ: რეიდი ქოლ-ცენტერბის წინააღმდეგ, თუ ოპონენტების დაშინების მცდელობა? - დალუქული ოფისების გვერდით ფართი, თბილისის მერიის საკუთრებაა

    მთავარი 21:00
    უყურეთ ბოლო გამოშვებას

    იხილეთ ჩვენს ეთერში

    დღის მთავარი