ევროპის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელში, ევროკომისიის სათავო შენობასთან, ევროკავშირის დროშების გვერდით უკრაინის დროშა აღიმართა, - ამის შესახებ ევროკომისია Twitter-ზე წერს.
"დღეს ჩვენ ევროპის გულში უკრაინის დროშა აღვმართეთ. ევროპის დღის აღნიშვნასთან ერთად, ჩვენ ვუდასტურებთ უკრაინასა და მის ხალხს ჩვენს ურყევ მხარდაჭერასა და სოლიდარობას. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, მანამ სანამ ეს საჭირო იქნება," - წერს ევროკომისია
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 მაისს, უკრაინა დასავლურ სამყაროსთან ერთად ევროპის დღეს აღნიშნავს. შესაბამის განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ მოაწერა.