უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ირანს სურს დრონების წარმოება ბელარუსში გადაიტანოს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ირანს სურს დრონების წარმოება ბელარუსში გადაიტანოს, რათა თავიდან აიცილოს დასავლეთის სანქციები და სხვა ქვეყნების ზეწოლა.

საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის ინფორმაციით, რუსეთს დრონების წარმოება დამოუკიდებლადაც შეუძლია. მაგალითად მან კამიკაძე დრონი "ლანცეტი" დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, მართალია, ეს დრონები მძლავრი არ არის მაგრამ „ისინი ავიწროებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას" 

რაც შეეხება რაკეტებს, იგნატის თქმით, არის ნიშნები, რომ რუსეთი კვლავ აწარმოებს მათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი