პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვამ "მორიგ ჯერზე მოატყუა" და დაპირებული იარაღის მხოლოდ 10% გადასცა

გამოქვეყნდა:

"ვაგნერის" დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა 2 კილომეტრიანი პოზიცია მიატოვა და ბახმუტიდან გაიქცა. 

მისი განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისინი მორიგ ჯერზე მოატყუა და "ვაგნერს" დაპირებული იარაღის მხოლოდ 10% გადასცა; 

"უკრაინის შეიარაღებული ძალები "ვაგნერის" ფლანგებს არღვევენ და უახლოეს პერიოდში კონტრშეტევაზე გადავლენ;

დღეს ჩვენი მტერი არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ რუსული ბიოროკრატიაა;

თუ ჩვენ ბახმუტიდან გავალთ, ფრონტი ჩამოიშლება და უკრაინელები მოსკოვამდე ჩავლენ." ამბობს პრიგოჟინი

დღეს დილით გამოქვეყნებულ ვიდეოში, "ვაგნერის" ხელმძღვანელი ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ, სიმართლის თქმით იმუქრებოდა. 

გამოქვეყნებულ ვიდეოში პრიგოჟინი ამბობდა, რომ თუ დღეს, აღლუმის დამთავრებამდე "ვაგნერს" იარაღით არ უზრუნველყოფდნენ, ის გამოაქვეყნებდა ვიდეოს, რომელშიც ფრონტზე არსებულ რეალურ  სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრებდა. 

"სრულ ვიდეოს, რომელშიც საბრძოლოს მასალის შესახებ სიტუაციაზე მოვყვები, მოსკოვში, აღლუმის დასრულებისთანავე გამოვაქვეყნებ"- დაიმუქრა პრიგოჟინი

შეგახსენებთ,  5 მაისს, ევგენი პრიგოჟინმა,  წერილი მისწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელშიც ნათქვამია, რომ 10 მაისის შემდეგ გაიყვანდა თავის დაქირავებულებს ბახმუტიდან. იგი ამტკიცებდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი იყო ის, რომ თავდაცვის სამინისტრომ მის მებრძოლებს არ მისცა საკმარისი საბრძოლო მასალა და არ სურდა, რომ ამის გამო მისი ხალხი "უაზრო სიკვდილისთვის განწირულიყო".

მოგვიანებით ჩეჩნეთის ლიდერმა კადიროვმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მისი სპეცრაზმი, "ახმადი" ჩაანაცვლებდა ბახმუტში ვაგნერს. 

ამის შემდეგ კი პროგოჟნმა ისევ განაცხადა, რომ საბრძოლო მასალას დაპირდნენ .

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი