"ერთი ტანკი და რამდენიმე ძალიან ახალგაზრდა ჯარისკაცი..." - CNN რუსეთის 9 მაისის აღლუმზე

გამოქვეყნდა:

"ერთი ტანკი, რამდენიმე ძალიან ახალგაზრდა ჯარისკაცი და დამახინჯებული მესიჯები," - ასე აღწერს გამოცემა CNN მოსკოვში ჩატარებულ 9 მაისის აღლუმს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "რუსეთის სიძლიერის საჩვენებელმა მარშმა სინამდვილეში მისი სისუსტეები გამოავლინა". 

მათივე ცნობით, ერთადერთ ტანკი რომელიც აღლუმზე გამოჩნდა იყო რუსული T-34-ის ტიპის ტანკი, რომელიც 89 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როცა პუტინი ჯერ დაბადებული არ იყო. 

CNN წერს, რომ შარშან გამართულ ღონისძიებაზე რუსებმა T-34-თან ერთად ღონისძიებაზე რამდენიმე უფრო თანამედროვე, T-90-ისა და T-19-ის ტიპის ტანკები გამოიყენეს. 

აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M-ისა და VPK-Ural-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, თუმცა მთავარო ფოკუსი ქვეყნის ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, S-400-ზე და ინტერკონტინეტალურ ბალისტიკურ სისტემებზე გაკეთდა. 

სამთავრობო მედიების მონაცემებით, აღლუმზე 125 სამხედრო ტექნიკა იქნა გამოყენებული.

ამასთან ერთად, CNN აღნიშნავს, რომ მოსკოვის ცაზე ცუდი ამინდი არ შეინიშნება, მიუხედავად ამისა წითელ მოედანზე ღონისძიების საჰაერო ნაწილი მაინც გაუქმდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი